მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ. სამინისტროს განცხადებით, ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს
უწყების ცნობით, გამოყენებული იქნება ყველა მექანიზმი, რათა ქართულმა მხარემ საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები დაიცვას.

“ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად”, – აღნიშნავენ უწყებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი სამხედროს ტყვედ აყვანა შეძლო. სამინისტროს მტკიცებით, ესენი არიან საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძე და გიორგი ჩუბეთიძე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარ Telegram-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მათი მტკიცებით, ქართველი ტყვის დაკითხვის კადრებია და აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძე უკრაინის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონში სნაიპერი იყო.

გარდა ამისა, რუსული სამთავრობო მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ტყვედ აყვანილია ამავე ლეგიონის კიდევ ერთი მებრძოლი, საქართველოს მოქალაქე გიორგი ჩუბითიძე.

რუსული მედია ტყვედ ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქეების ვიდეოს ავრცელებს და მათ დაქირავებულებს უწოდებს.

შეგახსენებთ, გუშინ, 14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსებმა უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი ტყვედ აიყვანეს

მსგავსი პოსტები

Back to top button