საქართველოს სანაპირო დაცვა SEA BREEZE 2021-ში მონაწილეობს
SEA BREEZE 2021 ოფიციალურად გაიხსნა, რაც გულისხმობს მრავალეროვნული საზღვაო სწავლებას. ქართული მხრიდან სწავლებაში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
როგორც შსს-ში აღნიშნავენ, ხომალდების, “დიოსკურიისა” და “ოჩამჩირეს”, ეკიპაჟების გარდა, SEA BREEZE 2021-ში სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ოდესის პორტში კი საზღვაო მყვინთავთა წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმი.
სწავლება SEA BREEZE შავ ზღვაში 28 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.
სწავლება მოიცავს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს. მისი მიზანია მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორს ურთიერთქმედების დახვეწა.
SEA BREEZE 2021 -ში ექვსი კონტინენტის
32 ქვეყნის 5000-მდე პერსონალი, 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი მონაწილეობს.
SEA BREEZE შავ ზღვაში 1997 წლიდან იმართება.