მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოს საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქის დადგენილებას ელოდება

უკრაინის საკითხზე მსოფლიო პატრიარქის დადგენილება იანვარში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც საქართველოს ეკლესია თავის პოზიციას დააფიქსირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ განუცხადა.

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა უკვე დასრულდა. იგი ორ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მედიისთვის უცნობია, კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს სხდომაზე. საპატრიარქო უკვე დატოვა მიტროპოლიტმა ზოსიმემ. მეუფემ მხოლოდ იმ კითხვას უპასუხა, რაც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს ეხებოდა.

“მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება და შემდეგ საქართველოს ეკლესია მოახდენს რეაგირებას. ახლა ჩვენ თავი შევიკავეთ”, – განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

კითხვაზე, უჭერენ თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მეუფემ განაცხადა: “საქართველოს ეკლესია უჭერს მხარს”.

ჯერჯერობით ასევე უცნობია, თუ როდის გამოქვეყნდება სინოდის დღევანდელი კრების ოქმი.

მსგავსი პოსტები

Back to top button