მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

საქართველოს საპატრიარქო რუსეთის ეკლესიას: “მიუღებელია”

რუსეთის მართლმადიდებულური ეკლესია აპირებს, პარიზში ქართული სამრევლო დააარსოს. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა და დასავლეთ ევროპისა და სლავური დიასპორის სამთავარეპისკოპოსოს მმართველს, დუბნინის მიტროპოლიტ იოანეს წერილი გაუგზავნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის სამთავარეპისკოპოსოს იურისდიქციაში მყოფი ქართველი მღველმსახურის გამწესება რუსეთის მიერ დაარსებული „ქართული სამრევლოს“ ხელმძღვანელად, მიუღებელია.

“გაცნობებთ, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ დროებით მყოფ ჩვენს თანამემამულეებზე სულიერ მზრუნველობას ახორციელებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.”

„გაცნობებთ, რომ ქალაქ პარიზში 2009 წლიდან არსებობს წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესია თავისი სამწყსოთი, რომელიც მიტროპოლიტ აბრაამის დაქვემდებარებაშია და რომელსაც წინამძღვრობს საქართველოს ეკლესიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი).“

„არქიმანდრიტ იეროთეოსის ხელმძღვანელობით ქართული სამრევლოს დაარსების სურვილი ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და მივიჩნევთ თქვენთან არასათანადო კომუნიკაციის არქონის შედეგად.“ – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების მიერ რუსეთის ეკლესიისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში.

მსგავსი პოსტები

Back to top button