მნიშვნელოვანისპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უქულოდ და უგოლოდ აგრძელებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თამაშს. ვლადიმირ ვაისის გუნდი შვეიცარიის ნაკრებთან 23 მარტს, თბილისში წაგების (0:2) შემდეგ, წუხელ დუბლინში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და ისევ დამარცხდა – 0:1.

ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები D ჯგუფის აუტსაიდერია, ასევე უქულო გიბრალტართან ერთად. შესარჩევი ციკლის მომდევნო თამაშს ქართველი ფეხბურთელები სწორედ გიბრალტარელებთან გამართავენ, 7 ივნისს, თბილისში.

მსგავსი პოსტები

Back to top button