მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა

ქართველი ფეხბურთელები ორ დღეში გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის – ვლადიმირ ვაისის მიერ განაცხადი შეყვანილი ოცდაცხრავე ფეხბურთელი თბილისშია. გუნდმა გუშინ, თბილისის ზღვასთან მდებარე ბაზაზე ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი დღესაც იმავე სტადიონზე გაგრძელდება. თამაშის წინა საღამოს – 7 ოქტომბერს კი ეროვნული ნაკრები „დინამოარენაზე“ შევა, ტრადიციული წინასამატო ვარჯიშის ჩასატარებლად.

8 ოქტომბერს ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ბელარუსის ნაკრებს უმასპინძლებს და მოგების შემთხვევაში, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ფინალის საგზურს მოიპოვებს. გადამწყვეტი მატჩი კი 12 ნოემბერს, კვლავ „დინამოარენაზე“ გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონია ან კოსოვო იქნება.

საქართველოსა მთავრობის გადაწყვეტილებით, ორ დღეში გასამართ მატჩს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო, მაყურებელი არ დაესწრება.

საქართველოს ნაკრები ბელარუსთან თამაშისთვის შემდეგი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე („ალმერია“, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო“, თბილისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე („ტენერიფე“, ესპანეთი), გურამ კაშია („სან ხოსე“, აშშ), დავით ხოჭოლავა („შახტარი“, უკრაინა), საბა კვირკველია („როტორი“, რუსეთი), ნიკა მალი („საბურთალო“), გია გრიგალავა („არსენალი“, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე („უფა“, რუსეთი), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, უნგრეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი), გიორგი ნავალოვსკი („დინამო“, ბათუმი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე „ტობოლი“, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია), გიორგი აბურჯანია („ოვიედო“, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი („ანორთოსისი“, კვიპროსი), ვაკო გვილია („ლეგია“, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო“, ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია („ანორთოსისი“), თორნიკე ოქრიაშვილი („ანორთოსისი“), ლევან შენგელია („კონიასპორი“, თურქეთი), საბა ლობჟანიძე („ანკარაგუჯუ“, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე“), გუჯა ლობჯანიძე („კაისარი“, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა („ლეხი“, პოლონეთი).

მსგავსი პოსტები

Back to top button