მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო ორ მატჩს უკრაინისა და ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს

ხვალ, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო ორ მატჩს უკრაინისა და ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოქტომბრის თამაშებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის, ერთი დებიუტანტია, სარაევოს ფორვარდი, ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის ბომბარდირი გიორგი გულიაშვილი.

უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 7 ოქტომბერს, პოლონეთში დაიწყებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)

ამასთან საქართველოს ეროვნული ნაკრები, მომდევნო მატჩებისთვის მზადებას რამდენიმე დღეში დაიწყებს. ხვალ, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც მთავარი მწვრთნელი უკრაინასთან და ალბანეთთან მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრებს.

იქამდე კი ცნობილი ხდება ეროვნული გუნდის შემადგენლობა, სადაც ერთი დებიუტანტია.

საქართველოს ნაკრებში პირველ მატჩს გიორგი გულიაშვილი ჩაატარებს. 23 წლის შემტევი “სარაევოს” ღირსებას იცავს და ბოსნია ჰერცეგოვინას ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

მის ანგარიშზე 8 მატჩში 8 გატანილი გოლია. გულიაშვილს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 8 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button