მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ

“ქართული ოცნების” საპარლამენტო დელეგაციამ სტრასბურგში შეხვედრები უკვე დაასრულა. დეპუტატები ევროპელ კოლეგებს შეხვდნენ.

ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განმარტებით, ჯერ უცნობია რამდენად არის მზად ევროკავშირი ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე. ის იმედოვნებს, რომ დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოსთვის ცვლილებების საწყისი გახდება.

“პრინციპი – მეტი მეტისთვის და ნაკლები ნაკლებისთვის, რეალობაა. თითოეული პარტნიორი სახელმწიფო წყვეტს, თუ რა გზას ირჩევს, რამდენად ახლოს სურს ევროპასთან ყოფნა.
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ განსხვავებული სიტყვები და ფრაზები, მაგრამ მთავარი უცვლელი რჩება, ვიდრე საქართველოს სურს ევროკავშირში და ამ გზაზე დგას, ჩვენ აქ ვრჩებით, მხარს გიჭერთ, გელით და ვთანამშრომლობთ თქვენთან,” – განაცხადა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა.

საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას მხარს გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობა დაუჭერს – ამის შესახებ კოალიციური მთავრობის ვრცელი შეთანხმების დოკუმენტში წერია.

გერმანიის მთავრობა ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებისთვის იმუშავებს.

მათი ხედვით, ისეთ ქვეყნებს, როგორებიც უკრაინა, მოლდოვა და საქართველოა, ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ახალი მთავრობა მტკიცედ და საიმედოდ იმოქმედებს ქვეყნებში დემოკრატიული რყევების დროს და იქნება დემოკრატიული მოძრაობების პარტნიორი.

მსგავსი პოსტები

Back to top button