საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
4-5 აგვისტოს სერბეთის ქალაქ სუბოტიცაში გამართული ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.
გიორგი იანტბელიძის გუნდმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში 83 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტულები თორნიკე ქათამაძემ (42კგ), ალეკო ლომიძემ (58კგ) და ივერი ჯულაყიძემ (69კგ) მოიპოვეს.
ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გიორგი ხაჩიძე (46კგ) და დემურ მეგენეიშვილი (76კგ), ხოლო თეიმურაზ ვანიშვილი (50კგ), ბექა ჭელიძე (85კგ), თორნიკე კვინიკაძე (63კგ) და ზურიკო ურთაშვილი (100კგ) მესამე ადგილზე გავიდნენ.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 83 ქულა მოაგროვა. 64 ქულით მეორე იყო თურქეთი, ხოლო რუსეთმა 59 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.