მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის სანუკვარი ქართული ოცნება საქართველოსთვის-მაჭარაშვილი ლავროვის განცხადებაზე

ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, ამავდროულად, დაანონსება, რომ გვინდა შერიგება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, არის ზუსტად იმის საფუძველი, რომ მივაღწიოთ მშვიდობიანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობაში აფასებენ და ამბობენ, რომ სერგეი ლავროვის განცხადება დამაჯერებელი გახდება მაშინ, როდესაც რუსეთი პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს.

საპარლამენტო უმრავლესობაში აქცენტს აკეთებენ სახელისუფლებო გუნდის სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამბობენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი, შერიგების გზით უნდა აღდგეს.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის სანუკვარი ქართული ოცნება საქართველოს საზოგადოებისთვის.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იმდენად ქართული ოცნებაა, რომ ჩვენ მივესალმებით განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არ ჩაერევა ქართულ აფხაზურ და ქართულ ოსურ ურთიერთობებში, თუმცა ეს განცხადება დამაჯერებელი გახდება, თუ რუსეთი გადადგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს და თავის ჯარებს გაიყვანს საქართველოს ტერიტორიიდან. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, ამავდროულად, დაანონსება, რომ გვინდა შერიგება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, არის ზუსტად იმის საფუძველი, რომ მივაღწიოთ მშვიდობიანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რომელიც არის სანუკვარი ქართული ოცნება საქართველოს საზოგადოებისთვის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

,,მოსკოვი მზადაა, საქართველოს “მეზობელ ქვეყნებთან” – აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს,,-ლავროვი

არავინ უნდა ელოდოს, რომ რუსეთი აიღებს და ტაშფანდურით გადმოგცემს იმას, რაც სააკაშვილმა ჩააბარა 2008 წელს, მუშაობაა საჭირო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „რუსეთი მზადაა, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს“.

„ოპოზიციის განცადებები მოვისმინთ ლავროვის თემასთან დაკავშირებით, ჩააბარეს რუსეთს ტერიტორიების 20%, ყველაფერი გააკეთეს, რათა გაძლიერებულიყვნენ სამხრეთ კავკასიაში. თვითონ ფაქტი იმისა, რომ ჩვენ რუსეთი ხელს არ შეგვიშლის, რათა პირდაპირი ურთიერთობა გვქონდეს, ეს არ არის ცუდი მესიჯი. მთავარია, როგორ გამოიყენებ, არავინ უნდა ელოდოს, რომ რუსეთი აიღებს და ტაშფანდურით გადმოგცემს იმას, რაც სააკაშვილმა ჩააბარა 2008 წელს, მუშაობაა საჭირო. ევროკავშირი თავის დროზე ჩაერთვება თავისი უშველებელი პროგრამებით, საერთოდ, გამოცდილება ურთიერთობისა გვაქვს, ვიდრე ჩაშლიდა სააკაშვილის მავნებელი ხელისუფლება, თუმცა ფორმატები არსებობდა. ახლა უნდა ვიწვალოთ და დავუბრუნდეთ ფორმატებს, რომლის გამოცდილებაც გაგვაჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, “მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუ ეს ქვეყნები თავად იქნებიან დაინტერესებული, მათ შორის თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფის საკითხშიც”.

მსგავსი პოსტები

Back to top button