სპორტი
საქართველოს თასი – მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას ეროვნული ლიგის შვიდი, ეროვნული ლიგა 2-ის ორი და ლიგა 3-ის ერთი გუნდი იღებდა. წილისყრის შედეგად შემდეგი წყვილები მივიღეთ:
გაგრა – დილა
სამგურალი – თელავი
საბურთალო/დინამო თბილისი – ტორპედო
თბილისი სითი – ჩიხურა/ლოკომოტივი
დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 26-28 სექტემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.