სპორტი

საქართველოს თასზე 3 ნახევარინალისტი გარკვეულია

საქართველოს თასისთვის ბრძოლაში 3 ნახევარფინალისტი გახდა ცნობილი.

წყალტუბოს სამგურალი, თბილისის საბურთალო და ქობულეთის შუქურა მომდევნო ტურში გავიდნენ და ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ.

დავით ყიფიანის სახელობის ტურნირზე მეოთხედფინალური შეხვედრები ჩატარდა, სადაც საბურთალომ სტუმრად გარეჯს 2: 1 მოუგო; ანალოგიური ანგარიშით და სწორედ სტუმრების გამარჯვებით დასრულდა დანარჩენი 2 შეხვედრაც. შუქურამ გაგრას სძლია, სამგურალმა კი გორი დაამარცხა.

საინტერესოა, რომ გაგრა წინა სეზონის გამარჯვებულია. გუნდი კი პირველი ტაიმის განმავლობაში იგებდა კიდეც მატჩს. მიუხედავად ამისა, ჟუნინიოს და კაბრალის გოლებით შუქურამ თამაში სათავისოდ შემოატრიალა.

საქართველოს თასის ბოლო 1/4-ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის ლოკომოტივი და დინამო ბათუმი დაუპირისპირდებიან, რის შედეგადაც, ნახევარფინალური ეტაპი სრულად დაკომპლექტდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან 1/16 ფინალში, ქობულეთის შუქურასთან მარცხით (0:1) გავარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button