მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს აფხაზეთის გავლით სომხეთთან რკინიგზა აღადგინოს

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა აფხაზეთის სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სომხური მხარის განცხადებების მიუხედავად, რომლის თანახმად, საქართველოს გავლით რკინიგზის გახსნა აფხაზეთს არ სურს, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს „ამ მასშტაბური საგზაო რუკის რეალიზებისთვის“.
პასუხი: “ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმ ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის განსახორციელებლად, რომელიც დასახულია. ეს საგზაო რუკა მოიცავს სახელმწიფოს მეთაურების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს და ჩვენი ქვეყნების მთავრობების ეგიდით დაქვემდებარებულ შესაბამის კომისიებს. ყოველდღიურ რეჟიმში ყველაფერი კეთდება, რათა ეს მოხდეს”.
ცნობისთვის რუსეთსა და სომხეთს შორის საქართველოს გავლით სარკინიგზო კომუნიკაცია დაბლოკილია

მანამდე რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების აუცილებლობის შესახებ განაცხადა. აფხაზი პოლიტიკოსები ემხრობიან „მესამე ქვეყნებიდან“ „აფხაზეთის გავლით“ ტვირთების ტრანზიტს. ამის თაობაზე მათ საქონლის შესაძლო ტრანზიტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
2021 წელს დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა რუსეთის სათათბირო ორგანოს მიმართეს, რომ აფხაზეთი მზად არის “თანაბარი პირობებით” მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კავშირის გახსნის პროექტში.

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ რკინიგზის აღდგენის სურვილი აქვს ქართულ ოცნებასაც.

“მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგების ვიზიტის შემდეგ ნებისმიერი ასეთ აბსურდულ იდეაზე, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, რომ გზები შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრანზიტული მიზნით, იტყვის უარს”, – განაცხადა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსეთთან საქართველოს გავლით სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხი არ განიხილება.

მსგავსი პოსტები

Back to top button