საქართველო
საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმა და ქარია მოსალოდნელი
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/03/1442637446-222.jpg)
დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
როგორც სინოპტიკოსებმა თქვეს, 5 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია +8, +13 გრადუსის ფარგლებში.
6 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი – სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
დასავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსამდე დათბება. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.