სპორტი
საქართველოს ვაჟთა ნაკრების გუნდური პირველი ადგილი და ქართული ფინალი ლისაბონში

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ლისაბონში გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს. ნაკრების ანგარიშზე 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა.
ევროპის ჩემპიონის ტიტული 20 წლის ლაშა ბექაურმა კარიერაში პირველად მოიპოვა. ქართულ ფინალში ის ბექა ღვინიაშვილს შეხვდა და იპონით სძლია.
შესაბამისად, ღვინიაშვილი ვერცხლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანიც მეორე ადგილს დასჯერდა.
ასევე, მეორე სინჯის მედალი ერგო წილად 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მებრძოლ ვაჟა მარგველაშვილს.
რაც შეეხება ბრინჯაოს, ის ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენის, გურამ თუშიშვილის კუთვნილებაა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან ნიდერლანდელი როი მეიერსი დაამარცხა.