საქართველოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს დღეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ეწვევა. ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამართავს კონსულტაციებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელიც ორი მოსმენით უკვე მიიღო პარლამენტმა, დემოკრატიულია და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტს თავიანთ შენიშვნებს გააცნობს საპარლამენტო ოპოზიციაც. “ევროპული საქართველოს” წევრები მმართველ გუნდს, საზოგადოებისა და ვენეციის კომისიის მოტყუებაში ადანაშაულებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” შეფასებით, უმრავლესობამ კონსტიტუციის პროექტი განსხვავებული შინაარსით, კონსესუსის გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button