მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია.

ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში არიან:⚽🇬🇪

გიორგი მამარდაშვილი

ოთარ კაკაბაძე

გიორგი გველესიანი

გურამ კაშია

ლაშა დვალი

ლუკა ლოჩოშვილი,

ოთარ კიტეიშვილი

გიორგი ქოჩორაშვილი

გიორგი ჩაკვეტაძე

ხვიჩა კვარაცხელია

გიორგი მიქაუტაძე.

საქართველოს ნაკრების მატჩი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ამასთან, საქართველო-ესპანეთის შეხვედრაში გამარჯვებული ნაკრები მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრებს შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტი,სალომე ზურაბიშვილი დღეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ კიოლნში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო – ესპანეთის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს.

საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

26 ივნისს კი, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გავიდა. EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ

ესპანეთი საქართველოსთვის ყოველთვის უხერხული მეტოქე იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან თამაში ჩვენებს არ გამოსდით, ან რომ დღეს გამარჯვებისთვის არ იბრძოლებენ. თუ მაინცდამაინც ესპანეთთან წაგებული 7-1-ს გაიხსენებს მავანი, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოსაც აქვს მოგებული ესპანეთისთვის, ასევე გასვლაზე და თანაც გაცილებით უფრო სახელოვან შემადგენლობასთან. ასე რომ ბურთი მრგვალია, და ფეხბურთი კი იმიტომაა მსოფლიოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა, რომ იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button