მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

საქართველოსა და სომხეთის ინციდენტის გამო საქართველოს ნაკრები ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს-UEFA

უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

კერძოდ, დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი, 2026/2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება. სასჯელი არ ეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსა და ფიფას საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს.

ამასთან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 40 000 ევროთი დაჯარიმდა.

„უეფას კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 9 აპრილს, ნიონში შედგა, 23 მარტს, საქართველო – სომხეთის მატჩის მიმდინარეობისას და თამაშის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტების შესახებ იმსჯელეს.

უეფას გადაწყვეტილებით, გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე გასასვლელების ბლოკირებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს.

აღნიშნული სასჯელი ეხება იმ გათამაშებებს, რომელზეც უეფას სადისციპლინო კომპეტენცია ვრცელდება. შესაბამისად, სასჯელი არ ვრცელდება ამხანაგურ მატჩებსა და 2025 წლის შემოდგომაზე გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს.

უეფას გადაწყვეტილება ასევე მოიცავს ორწლიან გამოსაცდელ ვადას. ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განმარტავს:

„⁠⁠სასჯელი არ ეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსა და ფიფას საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს“;
„გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე გასასვლელების ბლოკირებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს“;
„ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს“.
23 მარტს ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის თბილისში დასრულების შემდეგ „დინამო არენას“ სტადიონზე გულშემატკივრის ნაწილი შეიჭრა.

გარდა ამისა, ტრიბუნებზე ქართველები სომეხ გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ – ჩანდა შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაცია და ფიზიკური ძალადობა. მათ შორის, ხელი მოხვდათ პოლიციელებს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button