წყლის პრობლემა სოფელ შრომაში [Audio/Photo]

სასმელი წყლის დაბალი ჭავლის გამო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, კავკასიონის ქუჩის მცხოვრებლები საყოფაცხოვრებო ტექნიკას ვერ იყენებენ.

როგორც რადიო “ჰერეთს” ადგილობრივებმა განუცხადეს, მათი სარეცხის მანქანები და წყლის გამაცხელებლები უკვე დიდი ხანი ამ მიზეზის გამო გამოუყენებელია.

როგორც მოსახლეობის ნაწილი გვეუბნება, მილიდან სასმელი წყალი მათი ონკანების ნაცვლად საწრეტ არხში ჩაედინება. მილი წლების წინ ავტოავარიის დროს დაზიანდა.

ადგილობრივების თქმით, პრობლემის მოგვარების თხოვნით წყალმომარაგების კომპანიის ლაგოდეხის სერვის-ცენტრს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

მაგისტრალის დაზიანებას არ ადასტურებენ “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში”. როგორც რადიო “ჰერეთს” კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო რამიშვილმა განუცხადა, წყლის დებეტის კლების მიზეზი კლიმატური პირობებია.

რამიშვილის თქმით, “გვალვის გამო სასმელი წყლის რაოდენობამ იკლო და პრობლემა მოსახლეობას სექტემბერში მოუგვარდება, მას შემდეგ რაც სათავე-ნაგებობებზე წყლის დებეტი მოიმატებს”.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”15068″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1439364901290″]

მსგავსი პოსტები

Back to top button