მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღეა

საქართველოს პარლამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ არის გამოცხადებული.

„შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 17 მოქალაქე გარდაიცვალა და 3 მძიმედ დაშავდა. მომხდარი ტრაგედიის გამო, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულების თანახმად, პარლამენტის შენობის ფასადზე და საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვება“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავარიიდან მალევე გაავრცელა სამძიმრის განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ტრაგედიას გამოეხმაურა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.

„შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ. განუზომელია ჩვენი მოქალაქეების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება და ტკივილი. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის სამძიმარში.

სამძიმრის განცხადება გაავრცელეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის საკრებულის თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და ხელისუფლების სხვა წევრებმა.

სამძიმრის განცხადება გაავრცელეს აგრეთვე ოპოზიციის წარმომადგენლებმა: პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button