საქართველოსიახლეები

საქართველოში 306 კორონავირუსით ინფიცირებულია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 306 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 10-ით არის გაზრდილი.

კარანტინის რეჟიმშია 4990 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 462 პირი.

306 ადამიანიდან, 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button