საქართველოში 52 ტურისტი დაიკარგა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, ამ წლის 1-ლი ივნისიდან 17 აგვისტომდე პერიოდში, საქართველოში 52 ტურისტი დაიკარგა.

დაკარგული ტურისტებიდან 50 იპოვეს, თუმცა ორი გერმანელი ტურისტის სამძებრო სამუშაოები მესტიაში ჯერ კიდევ გრძელდება.

გერმანელი ტურისტების დაკარგვასთან დაკავშირებით შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 8 აგვისტოს შევიდა, თუმცა ისინი 1 აგვისტოს დაუკარგნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button