მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოში 60% მიიჩნევს რომ დაუსაქმებელია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით მოქალაქეების 60%, კითხვაზე თვლიან თუ არა თავს დასაქმებულად – პასუხობენ, რომ არა.

გამოკითხული მოქალაქეების 40% ამბობს, რომ დასაქმებულია.

ოდნავ განსხვავებული ვითარებაა ქალაქებში, სადაც 46% მიიჩნევს რომ დასაქმებულია, სამუშაოს გარეშე დარჩენილი კი 54%-ია.

ცალკე ჩატარდა გამოკითხვა უმცირესობათა დასახლებებში, იქ უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალია. გამოკითხული მოსახლეობის 72 % მიიჩნევს, რომ დაუსაქმებელია, 27% კი დასაქმებული.

რაც შეეხება სოფლებს, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42% თვლის თავს დასაქმებულად, 58% კი ამბობს, რომ სამსახური არ აქვს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

მსგავსი პოსტები

Back to top button