მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოში 754 პირი დაკავეს

შს სამინისტრომ საქართველოში ჩატარებული ანტინარკოტიკული სპეცოპერაციების შედეგად 18 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღო.

პასუხისგებაში მიცემულია 754 პირი, აქედან 394 პირი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-რეალიზების ბრლდებით აიყვანეს.

როგორც შს სამინისტროში საგანგებო ბრიფინგზე კრიმინალური დეპარტამენტის უფრომა მამუკა ჭლიძემ განაცხადა, სამართალდამცველებმა პირველი იანვრიდან 24 აპრილამდე ქვეყნის მასშტაბით 18 კგ ნარკოტიკული საშუალებები, სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერებები ამოიღეს.

მისივე თქმით, თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის სამი მოქალაქე დააკავეს, მათ ფეხსაცმლის ძირში ექვს შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი აღმოაჩნდათ.

ასევე დაკავებულია ირანის სამი მოქალაქე ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციისას.

ორივე დანაშაული 8-დან 20 -წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button