საქართველოსიახლეები

საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდება

საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, მაგრამ სწავლა სკოლებში არ განახლდება 1-ლ სექტემბრამდე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნულ გამოცდებს არაფერი ემუქრება და აუცილებლად ჩატარდება, თუმცა შესაძლოა შეიცვალოს მათი ჩატარების დრო.

„განათლებასთან დაკავშირებით გვინდა ცალკე პრეზენტაციის გაკეთება, ეს დიდი და მნიშვნელოვანი თემაა. ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, განათლების სამინისტრომ ეფექტურად შესძლო გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები, როგორც საშუალო, ასევე უმაღლესი განათლების საკითხში საკმაოდ ეფექტურად გაატარა. ამასთან ერთად, ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება, ჩატარდება, შეიძლება იყოს გარკვეული დროის გადავადების ნაწილი და ასევე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ განათლების სისტემის ამუშავების შესახებ პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button