საქართველოში ამინდის გაუარესდებ – სინოპტიკოსები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 აპრილს, დღის ბოლოდან და 22 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ 23 აპრილს, დღის პირველ ნახევარში შედარებით გამოიდარებს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

ზღვის სანაპიროზე შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ხოლო, 24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მსგავსი პოსტები

Back to top button