რეგიონი

საქართველოში ავსტრიის ელჩი ახმეტაში ჩავიდა

ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი თომას მიულმანი ახმეტაში იმყოფებოდა.
დიპლომატი ახმეტის კულტურის სახლში მსოფლიოში ცნობილი პაციფისტის, მშვიდობის დარგში, ნობელის პრემიის პირველი ქალი ლაურეატის, ბერტა ფონ ზუტნერის ცხოვრების და მოღვაწეობისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო.

ელჩმა ქართულ-ავსტრიულ მეგობრობასა და მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის მშვიდობის უპირველეს მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თომას მიულმანს თუშური ტრადიციებით მოქარგული გობელენი გადასცეს.

ბერტა ფონ ზუნტერის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენა, რამდენიმე კვირის წინ, თელავის ისტორიულ მუზეუმში, გაიხსნა, რომელსაც ავსტრიის ელჩი, პირადად ესწრებოდა.

ბერტა ფონ ზუტნერი ავსტრიელი ნოველისტი, სამშვიდობო მოძრაობის აქტივისტი და პირველი ქალი იყო, რომელმაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

მას ახლო მეგობრობა აკავშირებდა სამეგრელოს დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანთან.
1876 წელს, ვენაში, ახალგაზრდა ბერტამ არტურ ფონ ზუტნერზე საიდუმლოდ იქორწინა და ქმართან ერთად, საქართველოში გამოემგზავრა.

წყვილი საქართველოში 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

ზუტნერები წერდნენ წიგნებს, ასწავლიდნენ უცხო ენებსა და მუსიკას.
ბერტა ფონ ზუტნერს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა რომანმა „ძირს იარაღი“, რომელიც 1889 წელს გამოიცა. სწორედ
ეს იყო მიზეზი, რის გამოც ზუტნერმა 1905 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button