მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოში ბავშვებისა და მოზარდების სისხლში ტყვიის შემცველობას დაადგენენ

მსოფლიო საგანგებო სტატისტიკისა და ქართველი ემიგრანტების სისხლში აღმოჩენილი დიდი რაოდენობით ტყვიის გამო, ქართველი სპეციალისტები მონიტორინგს იწყებენ, რომლითაც საქართველოს მოსახლეობა შემოწმდება.

იმის გამო, რომ საქართველოში არ არსებობს აკრედიტირებული ლაბორატორია, ნიმუშები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადაიგზავნება. სექტემბრის თვიდან, ბავშვებისა და მოზარდების სისხლში არსებული მძიმე მეტალების შემცველობას ერთიანი კვლევით დაადგენენ. უფასო გამოკვლევა იმ ბავშვებს ჩაუტარდებათ, ვინც შესაბამისი ჩივილებით და საჭიროებით სახვადასხვა კლინიკებში მოხვდებიან. მცირეწლოვნები წარმოადგენენ რისკ ჯგუფს, რადგან ბავშვებში აღმოჩენილი ტყვია ფიზიკურ და გონებრივ ჩამორჩენას იწვევს.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, აცხადებს, რომ ვალიდური კვლევის შედეგად დადგინდება, თუ რა მიზეზით ხვდება სისხლში ტყვია, ხოლო შედეგების გაცნობის შემდეგ, რომელიც წლის ბოლოს იქნება, დაიგეგმება ტყვიასთანბრძოლის შემდგომი ნაბიჯები.

სტატისტიკის მიხედვით, წელიწადში მსოფლიო მასშტაბით სისხლში ტყვიის შემცველობით გამოწვეული პრობლემებით მილიონობით ადამიანი იხოცება. საქართველოს მაგალითზე მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან საქართველოშ არ არსებობს შესაბამისი ლაბორატორია, სადაც პრობლემა გამოვლინდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button