მნიშვნელოვანისაქართველო
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1575 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 275 პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელებულია 1 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.