კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

თვითმხილველების ინფორმაციით, საქართველოში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. 31 წლის შანეი ბრუკის ცხედარი, მთაწმინდის პარკის მიმდებარედ ნახეს.

დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

შანეი ბრუკი წუხელ გაუჩინარდა. ის ბოლოს შეერთებულ შტატებში მეგობარს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა, რა დროსაც მან 2 წინადადება გაიგო -“ხელი გამიშვი, მომშორდი”, შემდეგ კი, ქალთან კავშირი შეწყდა.

შანეი ბრუკი საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, ის ინგლისურის მასწავლებელი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button