ეკონომიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში დენი გაძვირდა

სემეკის გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო ტარიფი 2,964 თეთრით გაიზარდა, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი 9,5 თეთრიდან 10,9 თეთრამდე.

მოსახლეობასთან ერთად, ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვისაც იზრდება. მათთვის ტარიფი დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს.

მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს მომავალ წელს არ მოუწევთ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდილი ტარიფით გადახდა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის“.

გახარიას თქმით, საქართველოში 1 700 000 აბონენტია და მათგან 1 600 000 მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, რაც ნიშნავს, რომ სუბსიდირება შეეხება ოჯახების 95%-ს.

მსგავსი პოსტები

Back to top button