“საქართველოში დღეს მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება”
საქართველოში დღეს ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსამდე მოიმატებს.
სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ მაღალი ტემპერატურა ქვეყნის ტერიტორიაზე ხვალაც შენარჩუნდება.
შავი ზღვის სანაპირო ზოლში კი ჰაერი 31-33 გრადუსამდე გათბება.
მეტეოროლოგების ვარაუდით პირველი აგვისტოდან კი ზღვისპირა ქალაქებში ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი, საიდანაც ცივი ჰაერის მასები აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდება.
4 აგვისტოდან ტემპერატურა აღმოსავლეთ რეგიონებშიც დაიკლებს.