მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმდება
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში დღითი-დღე უარესდება. კორონავირუსმა საზოგადოებაში კვლავ მასოვბრივი გავრცელების ეტაპზეა. ისევ აღარ არის ადგილები კლინიკებსა და კოვიდ სასტუმროებში.
გაზრდილია სამედიცინო დაწესებულებებში მძიმე პაციენტების რაოდენობაც . როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც საფრთხეებს დელტა შტამი ქმნის.
სპეციალისტების თქმით, ისევ და ისევ ვაქცინა არის ერთადერთი ხსნა ვირუსის ასაცილებლად.
დღეის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის -1286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 1701, ხოლო გარდაიცვალა – 13 ადამიანი.