მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები

ევროკავშირი სომხეთს მხარს უჭერს

ევროკავშირი სომხეთის სტაბილურ, დემოკრატიულ და წარმატებულ მომავალს მხარს უჭერს – ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩვენ ველით  თანამშრომლობას სომხეთის ყველა ინსტიტუტთან, მათ შორის ახლად არჩეულ პარლამენტთან და მთავრობასთან. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, სომხეთის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე ერთად იმუშაონ, სომხეთის წინაშე მდგარი გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელად. ევროკავშირი მზადაა გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობები და მხარი დაუჭიროს სომხეთს მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში,“- ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთანავე , ევროკავშირი აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს საფუძვლიანად და სწრაფად.

მსგავსი პოსტები

Back to top button