მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ერდოღანი დამარცხდა

ვინ მოიგებს მეორე ტურს

საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე საპრეზიდენტო და საპარლამენტოარჩევნებში თურქეთის ოპოზიციონერმა კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ გაიმარჯვა.

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს Anadolu-ს ინფორმაციით, პარალელური დათვლით, დათვლილია ხმების 100%, რომლის თანახმადაც, ქემალ ქილიჩდაროღლუს 63.58%,

რეჯეფ თაიფ ერდოღანს კი 31.34% აქვს.

სააგენტოს ინფორმაციითვე, საქართველოში მყოფ თურქეთის მოქალაქეთა შორის აქტივობამ, 43.93% შეადგინა. 1013 საპრეზიდენტო ბიულეტენიდან 8 გაბათილდა.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოში ქილიჩდაროღლუს “რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ” 43.07% მიიღო, ერდოღანის პარტიამ კი 22,23%.

ცნობისთვის წინასწარი შედეგებით, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს, ამ დროისთვის დათვლილია ხმების 99.38% და ამ მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება, რადგან 50%-იანი ზღვარი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ერდოღანს 49.42% აქვს მან 26 მილიონზე მეტი ხმა მიიღო. ამასთან, ერდოღანი მარცხდება სამ უდიდეს ქალაქში – ანკარაში, იზმირსა და სტამბოლში.
ქილიჩდაროღლუს კი 44.95%.მან 23 მილიონზე მეტი ხმა მიიღო.
მესამე ადგილზეა სინან ოღანი – 5,28%-ით. მას მხარი დაუჭირა ორ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა.

თურქეთში გამართული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება. თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ამჟამად დათვლილია საარჩევნო უბნების 98%-ზე მეტი.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ ახლა საკანონმდებლო ორგანოში 266 დეპუტატი ეყოლება. მმართველი პარტიის შედეგი, წინა არჩევნებთან შედარებით, გაუარესებულია, თუმცა კოალიციაში შემავალ პარტნიორებთან ერთად, ერდოღანს ახალ პარლამენტში 323 დეპუტატი ეყოლება და უმრავლესობას შეინარჩუნებს.

თურქეთში ხმის დათვლის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. პარტიებს საოლქო კომისიებში შედეგების გასაჩივრების ვადა 16 მაისის ჩათვლით აქვთ, რომლებსაც უზენაესი საარჩევნო საბჭოს წევრები განიხილავენ.

თურქეთის საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში 28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება – თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, ვერ შეძლო 14 მაისს გამართული არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება.

საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, აჰმეტ იენერის თქმით, წინასწარი შედეგებით, ერდოანს აქვს ამომრჩეველთა ხმების 49.51 პროცენტი, მის მთავარ მეტოქეს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი – 44.88 პროცენტი.

მაშინაც კი, თუკი ამჟამად კვლავ დათვლის პროცესში მყოფი ყველა ბიულეტენი ერდოანის სასარგებლოდ ჩაითვლება, მისი მონაცემი ვერ გაცდება 49.54 პროცენტს, – ამბობს იენერი.

მსგავსი პოსტები

Back to top button