საქართველოში გამოვლინდა ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა
ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში,გასული დღე ღამის განმავლობაში ჩატარდა 15 032 ტესტი, მათ შორის 7 413 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 619 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა ხოლო ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 938 583-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 789 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 902 948.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 942 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 943 ახალი შემთხვევიდან:
📌თბილისში გამოვლენილია 519 შემთხვევა
📌აჭარა – 91
📌იმერეთი – 68
📌ქვემო ქართლი – 125
📌შიდა ქართლი – 15
📌გურია – 29
📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 40
📌კახეთი -37
📌მცხეთა-მთიანეთი -13
📌სამცხე-ჯავახეთი – 6
📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 087 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 938 583 შემთხვევა. მათგან 902 948 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 942 ადამიანი.