მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოში გარემოსდაცვითი ომბუდსმენი დაინიშნა

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვითი ომბუდსმენი წარადგინა. ამ პოზიციაზე დევიდ მორისონი დაინიშნა, რომელიც
2008 -2016 წლებში კავკასიის ბუნების დაცვის ფონდს ხელმძღვანელობდა. როგორც პრემიერმა თბილისის ბოტანიკურ ბაღში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნა, ეს ინსტიტუტი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი იქნება იმისთვის, რომ საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევა მოხდეს.

გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში იქნება. 

მსგავსი პოსტები

Back to top button