საქართველოში გაზის სამომხმარებლო ტარიფი გაძვირდა

სემეკ-მა ყაზტრანსგაზის აბონენტებისთვის ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი დაადგინა. კერძოდ, 1 კუბური მეტრის ფასი – 46.15 თეთრი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირის ღირებულება დაახლოებით, ნახევარი თეთრით გაიზარდა. ყაზტრანსგაზი მხოლოდ დედაქალაქს ემსახურება.

გაზის ტარიფი რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც გაძვირდა. სემეკმა, პირველად “სოკარ ჯორჯია გაზისთვის” ერთიანი ტარიფი დაადგინა. კომპანია 41 ყოფილ ლიცენზიანტს აერთიანებს, შესაბამისად, აქამდე რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით განსხვავებული სამომხმარებლო ტარიფი მოქმედებდა.

სემეკმა კი დღეს დაადგინა ერთიანი ტარიფი და ის დღგ-ს ჩათვლით 56,935 თეთრით განისაზღვრა. ეს გულისხმობს იმას, რომ “სოკარ ჯორჯიას გაზის” არეალში აბონენტებს ტარიფი სხვადასხვა პროპორციით გაეზარდათ.ზოგიერთი აბონენტებისთვიდ ტარიფი 26 თეთრითაც კი გაძვირდება.

რაც შეეხება კომპანია საქორგაზის არეალს, აქაც პირველად დადგინდა ერთიანი ტარიფი და ის დღგ-ს ჩათვლით 57,011 თეთრით განისაზღვრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button