„საქართველოში გენმოდიფიცირებული სურსათი არ გამოვლენილა“

სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში გენმოდიფიცირებული სურსათი არ აღმოჩენილა.

როგორც სურსათის დეპარტამენტის უფროსმა, კახა სოხაძემ განაცხადა, პროდუქციის შემოწმება მათი სააგენტოს მიერ ორი წელია ხორციელდება, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში გენმოდიფიცირებული პროდუქცია ქართულ ბაზარზე არ აღმოჩენილა.

მისივე ინფორმაციით, ძირითადად მოწმდება იმპორტირებული სურსათი, რომელიც, მსოფლიო გამოცდილებით, მიჩნეულია, გმო-ს შემცველ რისკ პროდუქტად.

მსგავსი პოსტები

Back to top button