მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოში გლოვის დღეა

ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში გლოვის დღეა.

სახელმწიფო დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის და თბილისსა და ქუთაისში პარლამენტის შენობებზე.

სახელმწიფო დროშები დაუშვეს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებმაც.

5 აპრილს გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაიღუპა 6 მაღაროელი. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი “სამთო დარტყმაა”.

დაღუპული მეშახტეებისთვის პატივის მისაგებად, 6 აპრილს, თბილისში გაიმართება მსვლელობა “სოლიდარობა ტყიბულს”.

მსგავსი პოსტები

Back to top button