მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი და ამოცანა-დავითაშვილი

პირდაპირ ფინანსურ დახმარებებს საქართველო საჩუქრის სახით არ იღებს

საქართველოს ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით. საქართველოში გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი და ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დავითაშვილს მედიის წარმომადგენელმა ჰკითხა: „საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 65 პროცენტით არის შემცირებული უცხოური ინვესტიციები. ოპონენტები ამ ყველაფერს პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებენ, კონკრეტულად გამჭვირვალობის შესახებ კანონს. თქვენ რას უკავშირებთ ამ დოზით ინვესტიციების შემცირებას?“.

დავითაშვილის თქმით, საქართველო ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯერ კიდევ ინარჩუნებს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-თან მიმართებით.

„ეს ექვს პროცენტზე მაღალია. ბოლო სამი წლის განმავლობაში გვქონდა ხუთ მლრდ-ზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. რაც შეეხება კონკრეტული კვარტლის მონაცემებს, ეს არ არის რეპრეზენტატული, რადგან უფრო ღრმა ანალიზია საჭირო, როდესაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ვსაუბრობთ. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში არის კაპიტალი, რომელიც იზრდება, ან სესხები, რომელთა გადახდაც ხდება, ან ერთჯერადი ტრანზაქციები. შესაბამისად, წლიურ ჭრილში შევაფასებთ, მეტ ანალიზს გავაკეთებთ და წარმოგიდგენთ.

მერწმუნეთ, საქართველოს ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით. საქართველოში გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ანუ მთავარი ამოცანა. ამავე დროს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმზე გვაქვს, რაც იფარება ხოლმე პირდაპირი ინვესტიციებით. მთავარია, როგორი პარამეტრებია და ჩვენ აბსოლუტურად ჯანსაღი მაკროეკონომიკური პარამეტრები გვაქვს. მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საკმაოდ დაბალი ინფლაცია გვაქვს. საქართველოს ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში და მდგრადი – გამოწვევების მიმართ. ვფიქრობ, ამ ტენდენციებს შევინარჩუნებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მანვე განაცხადა ასევე უნდა დავაფასოთ ის თანამშრომლობა და პარტნიორობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან გვაქვს, უნდა ვიყოთ მადლიერები, როდესაც საუბარია დახმარებებზე, მაგრამ საკრედიტო დახმარებება არ არის საჩუქარი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრს დაუსვეს კითხვა საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „2012 წლიდან, საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკამ – 415 მლნ ევრო, სოციალურმა დაცვამ კი 201 მლნ ევრო მიიღო, ეს იმ ფონზე, როდესაც შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება არ არსებობს საფრანგეთიდან“.

როგორც კითხვაზე პასუხისას დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო პირდაპირ ფინანსურ ტრანსფერებსა და დახმარებებს საჩუქრის სახით არ იღებს.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი შალვას განცხადება იყო მართალი. ჩვენ პირდაპირ ფინანსურ ტრანსფერებს, დახმარებებს საჩუქრის სახით არ ვიღებთ, თუმცა უნდა დავაფასოთ ის თანამშრომლობა და პარტნიორობა, რომელიც გვაქვს სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ღირებულია პარტნიორობა და თანამშრომლობა საფრანგეთთან, ვფიქრობ, უნდა ვიყოთ მადლიერები, როდესაც საუბარია დახმარებებზე, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია საკრედიტო დახმარებებზე, ეს არ არის საჩუქარი, ეს არის სესხი. აქ არის რაციონალური ურთიერთობები ქვეყნებს შორის. ეს სხვადასხვა სექტორს, მათ შორის ენერგეტიკასაც ხმარდება, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ამის უკან პასუხისმგებლობები გვაქვს და ჩვენ ამ სესხებს უნდა მოვემსახუროთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button