საქართველოში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის მარტის თვის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითად 2019 წლიდან დღემდე, თვიური და წლიური ინფლაციის მაჩვენებლები ყველაზე მაღალია.
საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის წლიური მაჩვენებლის ზრდა პირველადი მოხმარების რამდენიმე პროსუქტზე ფასების მატებამ გამოიწვია.
წლიური ინფლაცია – საქსტატის მონაცემებით, 7.2%-ია.
ასევე, საქსტატის ინფორმაციით, საბაზო ინფლაცია წინა წლის მარტთან შედარებით 6.9%-ია, ხოლო თამბაქოს გარეშე – 6.6%.
სტატისტიკის სამსახური ავრცელებს ფასების მატების დინამიკასაც. მომატებულია ფასები შემდეგ პროდუქტებზე:
ზეთი და ცხიმი – 35.8%;
ყავა, ჩაი და კაკაო – 13.7%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 13%;
თევზეული – 12.2%;
რძე, ყველი და კვერცხი – 8.5%;
პური და პურპროდუქტები – 7.7%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 5%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები – 4%;
თამბაქოს ნაწარმი – 12.1%;
ალკოჰოლური სასმელები – 6.2%;
ხილის და ყურძნის, ასევე, ბოსტნეულის ფასები შემცირებულია, შესაბამისად, 8.6 და 12 პროცენტით.