საქართველოში ირანისა და ბანგლადეშის მოქალაქეები დააკავეს

სამართალდამცავებმა ბანგლადეშის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. სასაზღვრო პოლიციაში ირწმუნებიან, რომ სასაზღვრო სექტორ სარფი მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის მიმართულებით ცდილობდნენ”. დაიწყო გამოძება.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული პირი ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
შსს-ში განაცხადეს, რომ სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
მიმდინარეობს გამოძიება.