საქართველოში კამპანია „ვსწავლობთ ქართულად“ დაიწყო [Video]

საქართველოს ხუთ ქალაქში კამპანია “ვსწავლობთ ქართულად” დაიწყო.

კამპანიის მიზანია ქართული ენის პოპულარიზაცია არაქართველ მოსწავლეებში და ქართული ენის უკეთ გაცნობა იმ უცხოელი მოსწავლეებისთვის, რომლებიც განათლებას საქართველოში იღებენ.
„ვსწავლობთ ქართულად“ პროექტის ფარგლებში თბილისის მასშტაბით დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი და სკოლა ლიცეუმი „სხივია“ ჩართული. სკოლებში ამ ეტაპისთის ათობით უცხოელი მოსწავლე სწავლობს, რომლებიც ეუფლებიან ქართულ ენას, ქართულ ენაზე სწავლობენ სასკოლო საგნებს და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებშიც მონაწილეობენ.
პროექტში ჩართულია მარნეულის „დავით აღმაშნებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, სადაც განათლებას 160-მდე ეთნიკურად არაქართველი მოსწავლე იღებს. აღნიშნული სკოლა უკვე მრავალი წელია აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ქართული ენას არაქართველ მოსახლეობაში. სკოლაში ფუნქციონირებს ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბიც, სადაც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეა ჩართული.

კამპანია პირველ შედეგებს აპრილში, დედა ენის დღისადმი მიძღვნილ, ქართული ენის ოლიმპიადაზე შეაჯამებს, სადაც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი მიღწევები კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ.
კამპანიაში „ვსწავლობთ ქართულად“ 6 სკოლაა ჩართული.
პროექტის ,,ვსწავლობთ ქართულად” მიზანია ქართულ ენაზე სწავლების პოპულარიზაცია, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მოსწავლეებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button