მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები, თბილისის დროით, 01:52 საათზე დაფიქსირდა.
ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ რუსთავთან იყო. პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა.
მანამდე კი რამდენიმე საათით ადრე ,4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.