მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 127 942-ს შეადგენს

28 ნოემბერს COVID19-ით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 4 058 პაციენტი.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 127 942-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 106 328-მდე.

რეგიონების მიხედვით დღევანდელი შემთხვევები ასე გამოიყურება:

  • თბილისი 1 784 შემთხვევა
  • აჭარა -683
  • კახეთი-228
  • იმერეთი-662
  • ქვემო ქართლი-292
  • შიდა ქართლში-192
  • გურია-123
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში-247
  • მცხეთა-მთიანეთი-127
  • სამცხე-ჯავახეთი-93
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-41.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 20 393 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 286 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

მისივე თქმით, აქტიური შემთხვევებიდან მძიმე პაციენტია 942, ხოლო სუნთქვის აპარატზე 421 პაციენტი იმყოფება.

“დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში “კოვიდ-19″-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 127 942-ს.სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 195 გარდაცვალების შემთხვევა.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 076 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-416, აჭარაში-1 049, ხოლო იმერეთში-35.”

ბოლო მონაცემებით, სულ 6 ოქტომბრიდან-27 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია -18 623 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 041 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 132 პირი, აჭარაში-14 670, იმერეთში-4 765.

მსგავსი პოსტები

Back to top button