მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსზე ინტესნიური ტესტირება იწყება

დღეიდან 2 თვის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება დაიწყება.რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო მხოლოდ დღეში, დაახლოებით, 20 ათასი ტესტს გააკეთებს.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

“აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, რაც გულისხმობს მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდ-სასტუმროებში განთავსებას და მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მანვე აღნიშნა, რომ გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტირების რაოდენობაც, რომლითაც ინფიცირების დადგენა 20 წუთშია შესაძლებელი.

2 დეკემბერს საქართველოში დადასტურებული 4 033 კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან 1 705 თბილისიდანაა, 402 აჭარიდან ხოლო 624 იმერეთიდან.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე, ბერდია სიჭინავას ხმა მოვისმინოთ

მსგავსი პოსტები

Back to top button