მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსის დღიური 2 316 შემთხვევაა

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 382 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 232 079
გამოჯანმრთელებულია – 222 787
გარდაცვლილია – 2 646
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 14 511, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 300 Pჩღ ტესტით – 5 211
კარანტინის რეჟიმში – 377

მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 86 მილიონს გადააჭარბა – მათგან გამოჯანმრთელდა 61 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,8 მილიონზე მეტი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.

მსგავსი პოსტები

Back to top button