მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსის დღიური 1 800 შემთხვევაა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 489 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 233 879
გამოჯანმრთელებულია – 223 276
გარდაცვლილია – 2 666

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 14 839 , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 253 PCR ტესტით – 6 586
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 86 მილიონს გადააჭარბა – მათგან გამოჯანმრთელდა 61 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,8 მილიონზე მეტი.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.

მსგავსი პოსტები

Back to top button