მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსის დღიური 551 შემთხვევაა

საქართველოში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 880 ადამიანი, 23 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა, აქედან 4 371 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 3 527 PCR-ით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 239 780-ს შეადგენს. აქედან 226 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 796 გარდაიცვალა.